2021 წლის 2 ივნისს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის- ,,ქართულ - ოსური სამშვიდობო ინივიატივა“- ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა სესია “კონფლიქტის მართვა და ტრანსფორმაცია”.
სესია სკოლის მოსწავლეებთან ტრენერმა - ლალი დევიძემ - ჩაატარა, გააცნო მათ კონფლიქტის არსი, გამომწვევი მიზეზები, საფეხურები და მისი მოგვარების გზები. მონაწილეები ჩაერთვნენ არაფორმალური განათლების თამაშებში და გამართეს საინტერესო დისკუსია.