2015 წლის 5 ნოემბერს, თბილისის 124-ე საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის, ზაზა ურუშაძის ფილმის - ,,მანდარინების“ - ჩვენება მოეწყო, რომლის დასრულების შემდეგ მოწვეული მოდერატორის დახმარებით გაიმართა ფილმის განხილვა და დისკუსია მშვიდობის მნიშვნელობასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, პროექტის -„ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლებში იმართება.