Skip to main content
საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“  აცხადებს  საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან  პროექტებზე, რომელშიც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს,  რომელთაც აქვთ სურვილი  თავიანთი წვლილი შეიტანონ  კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა
  2. საუკეთესო იდეების გამოვლენა
  3. ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“
  4. საპროექტი განაცხადის გამოგზავნა
  5. საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება

მსურველებმა საპროექტო იდეები უნდა გამოაგზავნონ 2015 წლის 12 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.  დაფინანსების შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 790 ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 597703900