Skip to main content
მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

2015 წლის 16 მაისს,ზუგდიდში, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის ორგანიზებით  დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა  თემაზე: „ახალგაზრდების როლი  და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ . შეხვედრა პროექტის- „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში შედგა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  სამშვიდობო პროცესში ჩართულმა ახალგაზრდა  ექსპერტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნლებმა, სადაც აღინიშნა, თუ რა მნიშვნელოვანია  სამოქალაქო საზოგადოების  როლი  კონფლიქტის დარეგულირებისა და შერიგების პროცესში.