მასწავლებელთა ტრენინგი სამშვიდობო განათლებაში
12-14 ივნისს, სასტუმრო "სოლო გრანდში", საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში გაიმართა გასვლითი ტრენინგი პედაგოგებისთვის თემაზე - „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა“.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 12-მა ეთნიკურად ქართველმა და ოსმა პედაგოგმა 4 საჯარო სკოლიდან: ლამოვანის საჯარო სკოლა, გორის №3 საჯარო სკოლა, წითელუბნის საჯარო სკოლა და შავშვების საჯარო სკოლა.
მოწვეული ტრენერის, კონფლიქტის ტრანსფორმაციის სპეციალისტის, ელიკო ბენდელიანის, ფასილიტაციით, სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტოლერანტობა, დისკრიმინაცია, მშვიდობის მშენებლობა, მშვიდობის კულტურა საკლასო ოთახსა და სკოლაში, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და პედაგოგის როლი უსაფრთხო, მიმღებლობითი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნაში.
ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა ასევე იმუშავეს სამშვიდობო ინიციატივების იდეებზე, რომლებიც მომავალში საკუთარ სკოლებსა და თემებში განახორციელებენ.შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და მონაწილე სკოლებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტი - “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხადრაჭერით.