პენიტენციურ დაწესებულებებში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, „ფერმერთა სკოლასა“ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში N5 პენიტენციური დაწესებულების ქალმა მსჯავრდებულებმა დეკორატიული მებაღეობა შეისწავლეს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მემორანდუმი ასევე გაფორმდა ფონდის სახელობო მიმართულების ახალ პროფესიულ კოლეჯთან, - „მხატვრული მინის მცირე და და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგისა“ და "ტიხრული მინანქრის პროფესიული მომზადების" პროგრამების შესწავლის მიზნით.
აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯების ჩართულობით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების პროფესიულ მომზადება გადამზადებასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობას.