Skip to main content
ერთად მშვიდობიანი მომავლისთვის: ქართულ-ოსური ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა

11–20 ივლისს, საქველმოქმედო ფონდმა "ლაზარემ" ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში კიდევ ერთხელ უმასპინძლა განსაკუთრებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას (საზაფხულო ბანაკს) – პროექტისქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, სადაც ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ერთად გაატარეს ურთიერთგაგებით, მხიარულებით და სითბოთი სავსე დაუვიწყარი ათი დღე.

ბანაკში მოზარდებმა ბევრი საჭირო უნარი განივითარეს და მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად - ისწავლეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მეთოდები, ეფექტური და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, მიმღებლობა, ტოლერანტობა და თანასოწორობა ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავადთუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა ეს ცოდნა და უნარები მეგობრული ურთიერთობით განიმტკიცეს - ათი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ კულტურას, ცეკვებს, სიმღერებს და ტრადიციებსმათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქართული და ოსური ენის გაკვეთილები იყოდღის პროგრამა არაფორმალური განათლების აქტივობებთან ერთად აერთიანებდა სპორტულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებს და ინტელექტუალურ თამაშებს. თითოეული დღე განსხვავებული და შინაარსით დატვირთული იყო ბანაკი თანაბრად წარმოადგენდა სივრცეს გართობისთვის, დასვენებისა და პიროვნული ზრდისთვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ემოციები კი ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პროექტმა შეძლო დასახული ამოცანების მიღწევა - ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის, მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის გაღრმავება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.