საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს პედაგოგებისთვის მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ზოგადი განათლების საფეხურზე სამშვიდობო განათლების დანერგვას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინიციატივების გამოჩენისა და რეალიზაციის პროცესს, ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცა არაა შეზღუდული):
✅მშვიდობის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ხელშეწყობა;
✅კონფლიქტის მენეჯმენტისა და ტრანსფორმაციის მხარდაჭერა;
✅ეთნიკურ უმცირესობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ფოკუსირებული ინიციატივები;
✅მედია წიგნიერება და ყალბ ინფორმაციასთან (ე.წ. ფეიქ-ნიუსი) ბრძოლა.
პროექტი უნდა განხორციელდეს სკოლაში, ან იმ ადგილობრივ სათემო დონეზე, სადაც განმცხადებელი/განმცხადებლები ახორციელებენ საქმიანობას. პროექტის მასშტაბი უნდა იყოს მცირე, ხანგრძლივობა არა უმეტეს 1.5 თვისა (ერთჯერადი ან რამდენიმე აქტივობა).კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1. სამშვიდობო მცირე ინიციატივის წინასწარი ფორმის შევსება, სადაც წარადგენთ მხოლოდ იდეას;
2. საუკეთესო იდეების გადარჩევა;
3. სრული საგრანტო განაცხადის შევსება;
4. გამარჯვებული პროექტების შერჩევა და დაფინანსება.
დაფინანსების ჯამური ბიუჯეტი 6000 ლარიa. ორგანიზაციის გამოცდილებით, პროექტის დაფინანსების საშუალო მოცულობაა 1200-1500 ლარი. დაფინანსებული პროექტების რაოდენობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პროექტების ჯამურ ბიუჯეტზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ შეავსოთ საპროექტო განაცხადის ფორმა 2024 წლის 8 სექტემბრამდე: https://forms.gle/tc8Cop4cXN6FdTed6
?კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
პროექტის განხორციელების და ანგარიშის წარმოდგენის ბოლო ვადაა - 2024 წლის 15 დეკემბერი.
პროექტი "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის სამინისტროს მხარდაჭერით.
