პროექტის- ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
1.სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა; 2. საუკეთესო იდეების გამოვლენა; 3.ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: ,,პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“; 4. საპროექტო განაცხადის გამოგზავნა; 5.საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება; საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, საპროექტო იდეები(არა უმეტეს 200 სიტყვისა) გამოაგზავნოთ 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.