საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ აცხადებს საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის აღწერის გამოგზავნა (მაქსიმუმ ერთი გვერდი);
საუკეთესო იდეების გამოვლენა;
ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“;
საპროექტო განაცხადის ჩაბარება;
საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება;
მსურველებმა საპროექტო იდეები უნდა გამოაგზავნონ 2018 წლის 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.m