HEKS-EPER- ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორის სამუშაო ვიზიტი ფონდ ,,ლაზარეში“
2016 წლის 25 ოქტომბერს, HEKS-EPER-ის რეგიონული პროექტების კოორდინატორი, ბატონი მარკ ზოსი, სამუშაო ვიზიტით სოფელ სართიჭალის „ფერმერთა სკოლას“ ეწვია, რომლის მთავარ მიზანს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ახალი პროექტის მონიტორინგი და მისი მიმდინარეობის შეფასება წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ფონდის დირექტორსა და პროექტის მენეჯერს შეხვდა. მხარეებმა ინიციატივის დეტალები განიხილეს, რის შემდეგაც სტუმარმა თეორიული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე სასწავლო ინვენტარით აღჭურვილი აუდიტორია დაათვალიერა.