საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ ფუნქციონირება საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში, 1994 წლიდან დაიწო და წლების მანძილზე, ათასობით დევნილს უწევდა თანადგომას გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების დაძლევაში.
1994 წელს, მსოფლიო სასურსათო პროგრამის WFP-ის თანადგმით, საოჯახო ამანათები დაურიგდა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას; ამავე წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების, - USAID, IOCC, UMCOR, ACT, CRISTIAN AID, SAVE THE CHILDREN, CARITAS, USDA, IOCC-ის დახმარებით, 1997 წლამდე უწყვეტად ხდებოდა სხვადასხვა საკვები პროდუქტების გაცემა თბილისსა და ზუგდიდში ტაძრებთან მოწყობილ უფასო სასადილოებში.
პარალელურად, საერთაშორისო მართლმადიდებელი ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციის IOCC-ის დაფინანსებით, საქართველოს სხავადასხვა რეგიონში მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების განაწილება. გაჭირვებულთა კატეგორიები მოიცავდა დევნილებს, მარჩენლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს, მრავალშვილიანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მოხუცებს და ა.შ.
1998 წლის მანძილზე, გერმანული ორგანიზაციის DIAKONISCHES WERK-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, ზუგდიდსა და მის გარშემო სოფლებში მცხოვრები დევნილებისთვის შეძენილ იქნა ჭურჭელი, სარეცხი საშუალებები, ლეიბები, საბნები და საკვები პროდუქტები.
1998 წელს ორგანიზაცია WORID VISION-მა ფონდ „ლაზარეს“ გადასცა ამერიკელი ბავშვების მიერ შეგროვილი სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; საჩუქრები დაურიგდა თბილისსა და შატილში მდებარე შშმ ბავშვთა სახლებს, სკოლა-ინტერნატებს, არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
ამავე პერიოდიდან, დონორების - WEP, ACT, CRISTIAN AID, USDA-ის თანადგომით, თბილისსა და რეგიონებში კვლავ გაგრძელდა უფასო სასადილოების მოწყობისა და საკვები პროდუქტების განაწილების პროგრამა, რომელიც 2000 წელს დასრულდა.
ჰუმანიტარული დახმარების პროექტების გარდა, 1995-2000 წლებში, ფონდმა „ლაზარემ“ დონორების, - IOCC, WCS-ის მხარდაჭერით, განახორციელა დევნილ ქალთა თვითდასაქმების პროექტი, რომლის ფარგლებში ბენეფიციარები კერავდნენ ლეიბებს და საბნებს, იღებდნენ გასამრჯელოს, ნახელავი კი - უსასყდლოდ ურიგდებოდა ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, შშმ პირებსა და თავად დევნილებსაც.
2008 წელს, ორგანიზაციამ, აგვისტოს ომის დროს, შვეიცარული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის დაფინანსებით, კვლავ განაახლა ჰუმანიტარული დახმარების პროექტი და საკვებ პროდუქტებს ათასამდე ადამიანს რამდენიმე თვის მანძილზე სისტემატიურად უნაწილებდა; 2022 წელს კი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში.
