Skip to main content
სამშვიდობო ბანაკების პროექტის ფარგლებში ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა

2013 წლის 2 ნოემბერს, ბორჯომის პირველ საჯარო სკოლაში,  საერთაშორისო საზაფხული  ბანაკების  პროექტში  მონაწილე ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა მორიგი ტრენინგი კონფლიქტების მედიაციაში. რომელსაც ესწრებოდნენ  ბანაკში მყოფი მოზარდები  მეგობრებთან ერთად. ტრენინგის დახმარებით მათ  კონფლიქტის ცნების მიმართ ახლებური მიდგომა ჩამოუყალიბდათ. 

3 ნოემბერს კი, ახალციხეში ექსკურსია მოეწყო, ახალგაზრდებმა   მოინახულეს ტოლერანტობის სიმბოლოდ წოდებული რაბათის ციხე.