2025 წლის 13-19 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა ლიდერების მოსამზადებელი ტრეინინგი პროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.თემატიკა მოიცავდა ლიდერობას, ფასილიტაციას, ტრენინგის ჩატარების უნარების გაღრმავებას და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ძირითად პრინციპებს. მონაწილეებმა შეიძინეს ახალი ცოდნა არაფორმალური განათლების, გუნდური მუშაობის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
ტრეინინგში მონაწილეობდნენ ქართველი და ოსი ახალგაზრდები, რომლებიც ინტერაქტიული და გუნდის შეკვრაზე ორიენტირებული პროგრამის საშუალებით მალევე დაუახლოვდნენ და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. სულ მალე კი ისინი ლიდერობას გაუწევენ საზაფხულო ბანაკს, სადაც ქართველ და ოს მოზარდებთან ერთად იმუშავებენ, გაუძღვებიან პროგრამულ აქტივობებს და შეუწყობენ ხელს მეგობრობის, კულტურული გაცვლისა და სტერეოტიპების დაძლევის პროცესს.
სწავლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები კი, ბანაკის მონაწილეებისთვის მაგალითის მიმცემი გახდება.