Skip to main content
ილია ჭავჭავაძის ფასეულობები და თანამედროვეობა: სამშვიდობო ინიციატივა სკოლაში

საქველმოქმედო ფონდლაზარესპროექტის - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ , - გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, 2025 წლის მარტში, კიდევ ერთი ინიციატივა, - „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - განხორციელდა. პროექტი მიზანად ისახავდა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საფუძვლიანი გაცნობით, მოსწავლეებში ილიას იდეოლოგიის, - მშვიდობის, პატრიოტიზმის, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის და ეროვნული ფასეულობების გრძობების გაღვივებას.

პირველ ეტაპზე, პროექტის ავტორმა, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინე თაბაგარმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო დაგეგმილი ღონისძიება და განსახორციელებელი აქტივობები. შემდეგ კი, სკოლის მასშტაბით გაიმართა შემეცნებითი საუბრები მოსწავლეებთან თემაზე: ,,დიდი ილია - ღვაწლი და შემოქმედება“, დისკუსიებზე მოსწავლეები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, უზარებდნენ აზრებს მასწავლებლებსა და თანატოლებსმოსწავლეებმა შექმნეს ესეებიც: ,,დიდი ილია“, ,,ჩემო კალამო“, ,,აწმყო თუ არა გწყალობს“, და .. აღნიშნული საკითხების გაშლა-გაანალიზებამ კიდევ უფრო გააღრმავა ილია ჭავჭავაძის ფასდაუდებელი მოღვაწეობის ცოდნა და შესწავლაინიციატივის მონაწილე მოსწავლეებისთვის გაიმართა ექსკურსია და ღია გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის მუზეუმში;

დასკვნით ეტაპზე, შეიქმნა მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფი, მომზადდა სცენარი ილია ჭავჭავაძის ჩანაწერების, წერილებისა და ბიოგრაფიის მიხედვით, რომლის მიხედვითაც გაიმართა შთამბეჭდავი სასკოლო წარმოდგენა.