ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თინათინ გოგიაშვილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, - „ერთი ცის ქვეშ“, - 2024 წლის ოქტომბერში განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელისა და ახალციხის მე-6 სკოლების მოსწავლეების ჩართულობით. ინიციატივა ფონდ „ლაზარეს” პროექტის, - „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში დაფინანსდა.
პროექტი მიზნად ისახავდა სოფელ საძელის საჯარო სკოლის ეთნიკურად სომეხი მოსწავლეების ქართული ენობრივი უნარების განვითარებას და მათ ინტეგრაციას საზოგდოებაში. დამატებით, პროექტის მიზანი მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და კითხვის შეყვარება, ასევე ორი სკოლის - ახალციხის მე-6 საჯარო სკოლისა და სოფელ საძელის სკოლის მოსწავლეების დამეგობრება იყო. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფელ საძელის სკოლის მოსწავლეების კონტიგენტი თითქმის ასი პროცენტით ეთნიკურად სომეხია, რის გამოც აუცილებელი იყო დამეგობრება სხვა სკოლის მოსწავლეებთან, სადაც უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია.
თავდაპირველ ეტაპზე, სკოლაში გაიმართა პროექტის და მის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება - დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. ინიციატივის ფარგლებში მოეწყო წიგნის კლუბში, სადაც მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა წიგნებს და შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ორივე სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ და განიხილეს როგორც ქართველი, ასევე სომეხი ავტორების ნაწარმობები (ქართული თარგმანი). იმსჯელეს საინტერესო ნაწარმოებებზე. შემდეგ ეტაპზე, საძელის სკოლის მოსწავლეებთან მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ლიტერატურის განხილვის მიმართულებით. მოსწავლეებმა შეარჩიეს საყვარელი ავტორები - ვაჟა-ფშაველა, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, - რომელთა შემოქმედებითი საღამო მოეწყო ახალციხის სკოლაში. სტუმრები მოწვეული იყვნენ ორივე სკოლიდან. დასკვნით ეტაპზე, ორივე სკოლის მოსწავლეები ესტურმნენ წიგნის მუზეუმს თბილისში, სადაც დაცულია უნიკალური გამოცემები და კოლექციები.
აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო კომუნიკაციას და ინტეგრაციას აღნიშნულ სკოლებს შორის, მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის. ინიციატივამ მოახერხა მოსწავლეთა ჩართვა საინტერესო და სასარგებლო საქმიანობაში, ასევე თანატოლებთს შორის ჩამოაყალიბა მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება.
