საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე” აცხადებს კონკურსს სატრანსპორტო მომსახურების მისაღებად. კონკურსის მიზანია პროექტის “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში დაგეგმილი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის(ბანაკის)მონაწილეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სომხეთის რესპუბლიკაში (კერძოდ, ეღეგნაძორი, სოფელი ჰერმონი).
მომსახურების პირობები: • თბილისიდან გასვლა: 2019 წლის 3 აგვისტოს; დაბრუნება: 2019 წლის 14 აგვისტო; მოთხოვნები: • კვალიფიციური მძღოლ(ებ)ი; • უსაფრთხოების ნომრების დაცულობა; • მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა და უკან დაბრუნება; • შემდგომში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღის/თარიღების შეცვლის შესაძლებლობა ფორს მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში; • კონდიცირების/გაგრილების სისტემა ავტობუსში; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნების ჩამონათვალის შესრულების ჩამონათვალი და წინასწარი ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.