Skip to main content
ფლეშმობი ბორჯომის ცენტრალურ პარკში

2016 წლის 4 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ბორჯომში, დაბა ახალდაბაში, საქველმოქმედო ფონდმა ,, ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან” და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“-ფარგლებში განახორციელა საზაფხულო ბანაკები 16-დან 18 წლამდე ასაკის ქართველი, სომეხი, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, მათი დამეგობრების ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობის, ასევე კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით.
პროექტის ფარგლებში,13 აგვისტოს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ჩატარდა ფლეშ მობი, რომლის საშუალებით მონაწილეებმა გაზარდეს პროექტის საქმიანობის ცნობადობა საზოგადოებაში. 

პროექტი 2007 წლიდან  შვეიცარიული ორგანიზაცია  HEKS-EPER-ის  მხარდაჭერით ხორციელდება.