HEKS-EPER- ის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ,,ფერმერთა სკოლაში“
2016 წლის18 ივნისს, პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლას“ შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე ანგარიშის სახით დეტალურად იყო წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში გახორციელებული სხვადასხვა აქტივობები და მათი შედეგები. HEKS-EPER-ის სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ კოლეჯის მასწავლებლებსა და სტუდენტებს. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის შეფასება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში (2017-2020) ახალი სტრატეგიისა და რეგიონალური პროგრამების შემუშავება-დაგეგმვა.