• მთავარი
  • სიახლეები
  • საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საგრანტო კონკურსი სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან პროექტებზე

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“  აცხადებს  საგრანტო კონკურსს სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილ მცირემასშტაბიან  პროექტებზე, რომელშიც  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს,  რომელთაც აქვთ სურვილი  თავიანთი წვლილი შეიტანონ  კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა
  2. საუკეთესო იდეების გამოვლენა
  3. ტრენინგის ჩატარება საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და განაცხადის მომზადება“
  4. საპროექტი განაცხადის გამოგზავნა
  5. საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება

მსურველებმა საპროექტო იდეები უნდა გამოაგზავნონ 2015 წლის 12 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  დაფინანსების შემთხვევაში პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 790 ლარის ოდენობით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 597703900

All for Joomla All for Webmasters