• მთავარი
  • სიახლეები
  • პროექტის- ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება ქართლში

პროექტის- ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში გაიმართა გასვლითი ღონისძიება ქართლში

2015 წლის 3 ოქტომბერს, ფონდ ,,ლაზარეს“  პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, გაიმართა მორიგი გასვლითი ღონისძიება ქართლში. მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს უფლისციხე, ატენის სიონი,სამთავისისა და ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი. გაეცნენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, მათი განვითარების ეტაპებსა და მნიშვნელობას.

მოზარდებისთვის  განსაკუთრებით საინტერსო  აღმოჩნდა უფლისციხის ნაქალაქარის და შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის საუკეთესო ნიმუშების: ყინწვისის ანგელოზის, თამარ მეფის, ლაშა- გიორგისა და გიორგი III ფრესკების დათვალიერება. პროექტის-,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები“, რომელსაც ფონდი ,,ლაზარე“ სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ერთდღიანი ვიზიტების (ექსკურსიების) მოწყობით, სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

All for Joomla All for Webmasters