გაიმართა შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

2015 წლის 30 სექტემბერს,  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე- „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში,“ რომელშიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  თბილისიდან მოწვეულ ექსპერტები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ თემაზე 29 სექტემბერს, სემინარი და დისკუსია  გაიმართა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც,

სადაც ექსპერტებმა  მშვიდობის მშენებლობაზე ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინეს.შეხვედრები პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონული ქსელის, სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიკისა“ და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის მიერ ხორციელდება.

All for Joomla All for Webmasters