ფლეშმობი ბორჯომის ცენტრალურ პარკში

2015 წლის 23 ივლისს, პროექტის - ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში გაიმართა ფლეშმობი ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში დევიზით- ,,მე, ყოველთვის ვარჩევ ყველაზე უსამართლო მშვიდობას, ყველაზე გამართლებულ ომს!", რომელიც საზაფხული გაცვლითი ბანაკების მონაწილეებმა წარმოადგინეს.  სამშვიდობო თემასტიკას მიძღვნილმა პერფორმანსმა  დამსვენებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პროექტს ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ,ფონდი ,,ლაზარე“ პარტიორებთან ერთად 2007 წლიდან შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER -ის ფინანსური მხარდეჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მოახდინოს ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩაბმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში

All for Joomla All for Webmasters