• მთავარი
  • სიახლეები
  • სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი სს ,,თელასის“ მხარდაჭერით განხორციელდება

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი სს ,,თელასის“ მხარდაჭერით განხორციელდება

2015 წლის 12 ივნისს, ფონდ ,,ლაზარეს“ ახალი პროექტის - ,, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ - ფარგლებში, გაიმართა პირველი გასვლითი ღონისძიება დასავლეთ საქართველოში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონახულეს უბისის მონასტერი,  გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა და პრომეთეს მღვიმე.

მოზარდები გიდის დახმარებით გაეცნენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას, მათი განვითარების ეტაპებსა და მნიშვნელობას.პროექტის მიზანია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ერთდღიანი ვიზიტების (ექსკურსიების) მოწყობით, სკოლის მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში აიმაღლონ ცოდნა, განივითარონ უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულება, რეალურ გარემოში დააკვირდნენ ვითარებას და გაეცნონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებულ თავისებურებებს. ,,სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების“ პროექტს ფონდი სს ,,თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდება.

All for Joomla All for Webmasters