დასრულდა საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევა

2015 წლის 4 მაისს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ ოფისში გაიმართა  შეხვედრა  საზაფხულო  ბანაკებში მონაწილეობის მსურველებთან.  გასაუბრების შედეგად,  ლიდერობის კანდიდატებიდან, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით (ასაკი  20-დან 28 წლამდე,  რუსული ენის მაღალ დონეზე  ცოდნა, გამოცდილება  სხვადასხვა  პროექტებში, მაგ. გაცვლითი პროგრამები,მონაწილეობა შესაბამის ტრენინგებსა და სემინარებში) შეირჩა ათი ახალგაზრდა.

ლიდერების ფუნქციას წარმოადგენს ბანაკის მონაწილეებისთვის კონფლიქტის ტრანსფორმაციის სესიების ჩატარება, ასევე ბანაკის მიმდინარეობისას, უსაფრთხოების და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და ხელმძღვანელობა.

All for Joomla All for Webmasters