• მთავარი
  • სიახლეები
  • ,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა სემინარი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ

,,ფერმერთა სკოლაში“ ჩატარდა სემინარი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ

2015 წლის  28 აპრილს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში,  ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილეთათვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ნატო სულთანიშვილმა ჩაატარა სემინარი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე მომავალი  ფერმერები გაეცნენ საქართველოში დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას და  მათ ბიომრავალფეროვნებას,

ორჰუსის კონვენციის ძირითად პრინციპებსა და მათ  უფლებებს გარემოსდაცვით სფეროში.სემინარი ინტერაქტიული ხასიათის იყო, ჯგუფებად დაყოფილმა მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალებები, დასვეს  შეკითხვები, იმსჯელეს სოფელში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე, მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებზე  და აღნიშნეს, რომ კანონთან ერთად აუცილებელია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაც.

All for Joomla All for Webmasters