ფონდი ,,ლაზარე“ იწყებს საზაფხულო ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევას

ამიერკავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით, რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის,  საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე,“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში.“ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზაფხულო ბანაკების ორგანიზება - ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი  მოზარდების დამეგობრების,

ერთმანეთის კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობის, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით. 2015 წლის 10 აპრილიდან 25 აპრილამდე, საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ აცხადებს საზაფხულო ბანაკებისათვის ლიდერების შერჩევას.აღნიშნულ პოზიციაზე მიიღებიან  23-დან 30  წლამდე, რუსული ენის სრულყოფილად მცოდნე და მსგავს პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.მსურველებმა ზემოთაღნიშნულ ვადებში უნდა გამოაგზავნონ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..  შერჩეულ კანდიდატებს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომის ხეობაში“ უფასოდ ჩაუტარდებათ შემდეგი ტრენინგები:

1. ლიდერობა და კონფლიქტების მედიაცია:  06.05.2015 -13.05.2015

2. ტრენინგი ტრენერებისათვის  (TOT) 11.06.2015-15.06.2015

ლიდერები საზაფხულო ბანაკის სხვადასხვა ნაკადებში განაწილდებიან თითოეულის ხანგრძლივობაა 12 დღე,  პერიოდი - 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე.
მონაწილეებს მიეცემათ ერთჯერადი ანაზღაურება, ასევე მგზავრობისა და კვების ხარჯები დაიფარება ორგანიზაციის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 591001415;  597 229940

 

All for Joomla All for Webmasters