გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარტნიორებს შორის

2015 წლის 7 მარტს, თბილისში, სასტუმრო ,,ბატესტაში“, პროექტის- ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“- ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკის”, აზერბაიჯანელ ქალთა კავშირს, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელსა და ტრენერებს შორის,  რომელზეც შემუშავდა მიმდინარე წელს განსახორციელებელი აქტივობები:

სამშვიდობო ბანაკებისთვის ლიდერების შერჩევა, ტრენინგების პროგრამები და მათ დაგეგმვა, ანგარიშების ვადები, პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობის განაწილება, მონიტორინგის ფორმები და კითხვარები. პროექტი 2007 წლიდან  შვეიცარული ორგანიზაცა HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

All for Joomla All for Webmasters