• მთავარი
  • სიახლეები
  • მშვიდობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

მშვიდობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

2014 წლის 29 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა ,,ლაზარემ“, მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალურ ქსელთან, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „სიუნიკთან“  და აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან ერთად პროექტის - „საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში”-ფარგლებში, მოაწყო სამშვიდობო ბანაკებში მონაწილე ახალგაზრდების მიერ მშვიდობის თემაზე შექმნილი  ნახატების გამოფენა.

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე,“ ზემოთაღნიშნულ პროექტს  პარტნიორებთან  ერთად 2007 წლიდან  საქართველოს საპატრიარქოსა და  შვეიცარიის არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS_EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრებ მოზარდთა შორის სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბება კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით.

All for Joomla All for Webmasters