2014 წლის16 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - ,,საერთაშორისო სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ - ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის მოეწყო ექსკურსია მცხეთაში.
მოზარდებმა მოინახულეს სვეტიცხოვლის ტაძარი და სამთავროს მონასტერი. გიდის დახმარებით გაეცნენ ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორიას. ამ ღონისძიებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ახალგაზრდების დამეგობრებას.