,,ფერმერთა სკოლის“ პრეზენტაცია ნინოწმინდაში

2014 წლის 25 ივნისს, საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“, სოფელ ნინოწმინდაში  ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს, განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდმა, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER–ის მხარდაჭერით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაარსა ,,ფერმერთა სკოლა,”

სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების პროფესიული მომზადება.საპილოტე პროექტის მიხედვით საგარეჯოს რაიონის სოფლებიდან შერჩეულ იქნა მსურველები, რომელთა ასაკი შეადგენს 16–30 წელს. ,,ფერმერთა სკოლაში“ ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში, შეიძინონ ბიზნეს–უნარები, რომელიც მათ დაეხმარებათ აწარმოონ მომგებიანი პროდუქცია შემოსავლების გაზრდის მიზნით. სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის პირველი წელი ითვალისწინებს შემდეგი დისციპლინების შესწავლას: მეფუტკრეობა, ბოსტნის კულტურები და ჩითილების გამოყვანის ტექნოლოგია, ხოლო მეორე წელი დაეთმობა  მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლების დაუფლებას. შეხვედრაზე დაიგეგმა  სამთავრობო ორგანიზაციებთან  აქტიური თანამშრომლობა  პროექტის მდგრადობისა და განვითარებისათვის.

All for Joomla All for Webmasters