,,ფერმერთა სკოლის“ ბენეფიციარები სტუმრად კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში

2014 წლის 20 ივნისს,  ფონდ ,,ლაზარეს“  ორგანიზებით ,,ფერმერთა სკოლის“ პროექტში მონაწილე ბენეფიციარებისთვის (სპეციალობა- მეფუტკრე) მორიგი სასწავლო ექსკურსია მოეწყო კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი“. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით  აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, განსაკუთრებული ინტერესით მოინახულეს საფუტკრე მეურნეობა, ასევე მიიღეს ინფორმაცია  ფუტკრის მოვლასთან დაკავშირებული საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,, ლაზარესა“ და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ ,, აისს“ შორის გაფორმდა  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს აგრარული განათლების ხელშეწყობას, კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებას.

All for Joomla All for Webmasters