ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგი კონფლიქტების მედიაციაში

2014 წლის 18- 21 ივნისს, დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,,ვილა-პალასში”, საქველმოქმედო ფონდ ,, ლაზარეს“ ორგანიზებით   სამშვიდობო ბანაკების პროექტში  მონაწილე  ლიდერებისთვის ჩატარდა  მორიგი ტრენინგი კონფლიქტების მედიაციაში.  ტრენინგის მსვლელობისას არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის ‘’მზიანი სახლის’’ ტრენერმა ნინა გოგოლაძემ ახალგაზრდებს გააცნო კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული მეთოდები,

აუხსნა, რომ საზოგადოებაში კონფლიქტების სრული მოსპობა შეუძლებელია, სამაგიეროდ შესაძლებელია ვისწავლოთ  მათი მართვა, როცა ადამიანი თვითონ გახდება აქტიური და შეეცდება დაძლიოს პრობლემური სიტუაცია. ტრენინგი, ასევე მოიცავდა შინაარსობრივ სავარჯიშოებს, როლურ და ფსიქოლოგიურ თამაშებს, ჯგუფურ მეცადინეობებსა და მრავალ სხვა აქტიურ, სახალისო, რთულ, მაგრამ შემეცნებით საქმიანობას, რაც მომავალში ახალგაზრდა ლიდერებს დაეხმარებათ ბანაკში მყოფი სხვადასხვა ეროვნების მოზარდებისთვის კონფლიქტების არსის გაცნობასა  და ერთმანეთთან დაახლოებაში.

All for Joomla All for Webmasters