სამშვიდობო ბანაკების პროექტი

2013 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ახალდაბაში,პროექტის - ,,სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“ - ფარგლებში გათვალისწინებული  სამშვიდობო ბანაკის პირველი ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობა  ქართველმა, აფხაზმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა 16-დან 18 წლამდე  სამოცმა ახალგაზრდამ მიიღო. ხოლო მეორე ეტაპი გაიმართება სომხეთში, 5 აგვისტოდან  14 აგვისტოს ჩათვლით.

აღნიშნულ პროექტს ფონდი ,, ლაზარე“ სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიუნიკთან“ ერთად შვეიცარიული ორგანიზაცია  HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით 2007 წლიდან  ახორციელებს, რომლის ძირითადი მიზანია  ხელი  შეუწყოს სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდების ერთმანეთთან დამეგობრება-დაახლოებას.

All for Joomla All for Webmasters