ფონდი ,,ლაზარე“ სტუმრად საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმზე

2018 წლის 22 მარტს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“.

სექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადსხვა თემატიკა: თბილისისა და მინსკის ეკონომიკა, ტურიზმი, საკვები მრეწველობა( მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა. ,,ახალი პროფესიული კოლეჯისა“ და ,,ფერმერთა სკოლის“ წარმომადგენლებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ბელარუსი კოლეგებისგან საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. თბილისში ჩატარებული მინსკის დღეები და საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი, ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში გაიმართა.

DSC 0123

DSC 0120

DSC 0105

DSC 0109

DSC 0133

All for Joomla All for Webmasters