ფონდ ,,ლაზარეს“ ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

2009 წლის 3 ნოემბერს, ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრმა(CTC) დააფინანსა, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე სასწავლო სახელოსნოებში მოზარდების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები.

ჩატარებული ღონისძიების შედეგად საქართველოს საპატრიარქომ და სს „თელასმა“ გამოთქვეს სურვილი სახელობო-პროფესიულ პროექტში დამატებით სასწავლო სახელოსნოების გახსნისა და მათი მოწყობის დაფინანსების შესახებ.

All for Joomla All for Webmasters