• მთავარი
  • სიახლეები
  • ფონდმა ,,ლაზარემ“ სს ,,თელასის“ თანადგომით პროფესიული სასწავლებელი ,,სახელობო სკოლა“ დააფუძნა

ფონდმა ,,ლაზარემ“ სს ,,თელასის“ თანადგომით პროფესიული სასწავლებელი ,,სახელობო სკოლა“ დააფუძნა

2018 წლის 27 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე,“ სააქციო საზოგადოება ,,თელასთან“ ერთად წარმოადგენს პროექტის პრეზენტაციას - სახელობო პროფესიული სწავლების ფარგლებში.  2006 წლიდან 2010 წლამდე, ფონდი ,,ლაზარე“, სახელობო პროფესიული სწავლების პროექტს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით ახორციელებდა,

ხოლო 2010 წლიდან კომპანია ,,თელასმა“ განაგრძო სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში, წლების მანძილზე (დონორები: შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ი, სს ,,თელასი“) ასობით ბენეფიციარმა უსასყიდლოდ შეისწავლა სხვადასხვა სახელობო პროფესიები, წარჩინებულთათვის კი მოეწყო კერძო სახელოსნოები, რითაც ახალგაზრდებს მიეცათ თვითდასაქმების და საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალება.2017 წლიდან ყველა სასწავლო სახელოსნო (ოქრომჭედლობის, მინანქრის, ჭრა-კერვის, ხის მხატვრული დამუშავების, თექისა და დეკორატიული ხელოვნების სახელოსნოები) განთავსდა ერთ სივრცეში და ფუნქციონირებას განაგრძობს ფონდ „ლაზარეს“ მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებელში „სახელობო სკოლა“, რომელიც სოფელ დიღომში, 120 კვ.მეტრის ფართობზეა განლაგებული; სახელოსნოების რემონტი, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, სააქციო საზოგადოება ,,თელასი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ასაკის შეუზღუდავად შეუძლია მიიღოს არაფორმალური სახელობო-პროფესიული განათლება. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ : საქართველოს საპატრიარქოს, სს ,,თელასის,“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის წარმომადგენლები.

All for Joomla All for Webmasters