სასკოლო ინიციატივა თბილისის სამ სკოლაში განხორციელდა

საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" პროექტის -,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ -ფარგლებში ორგანიზებული მასწავლებლების ტრეინინგის - "როგორ დავნერგოთ სამშვიდობო განათლება სასწავლო დაწესებულებაში" - მონაწილე პედაგოგებმა მორიგი სასკოლო ინიციატივა განახორციელეს.

18 ნოემბერს, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება ილია მართლის თბილისის სკოლისა და თამარ მეფის გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიების ბოლოს სამივე სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად, ერთობლივად დარგეს ხე.

All for Joomla All for Webmasters