• მთავარი
  • სიახლეები
  • ფოთში მიკრო პროექტის პრეზენტაცია ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გაიმართა

ფოთში მიკრო პროექტის პრეზენტაცია ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გაიმართა

პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა - სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მაია გვასალიამ და სამოქალაქო განათლების კლუბმა „დემოსმა“ - განახორციელეს მიკრო პროექტი „სამოქალაქო განათლების სექტორი", რომლის პრეზენტაციაც 16 ნოემბერს - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გაიმართა.ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ქალაქ ფოთის მერი, თვითმმართველობის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტი „სამოქალაქო განათლების სექტორი“ ითვალისწინებდა სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების მიზნით, სამოქალაქო განათლების სექტორის შექმნას ორ ლოკაციაზე-სკოლის I და II სართულებზე. I ლოკაცია-სკოლის შესასვლელში გახდა მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც განთავსებულია ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვის ამსახველი თვალსაჩინო ვიზუალური მასალა და გაბათილებულია მითები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. II ლოკაციაზე კი განთავსდა მასშტაბური სტენდი, რომელიც ასევე დაყოფილია სექტორებად: საკუთარი სექტორი აქვს სამოქალაქო განათლების კლუბ „დემოსს“, საგნებს: „მოქალაქეობა“, „სამოქალაქო განათლება“, სკოლის თვითმმართველობას და სხვ. ცალკე სექტორია ეძღვნება მსოფლიოში მიმდინარე ახალ ამბებს, ანონსს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და სხვა.

All for Joomla All for Webmasters