ტრენინგი პედაგოგებისთვის სამშვიდობო განათლების შესახებ

5-7 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ორგანიზებით ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში, პროექტის - "ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში" - ფარგლებში, ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: ,,როგორ დავნერგოთ სამშვიდობო განათლება საგანმანათლებლო დაწესებულებაში", რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლ, თამარ მეფის სახელობის გიმნაზია და საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლა სახელობის თბილისის სკოლის პედაგოგები.
ტრეინინგზე განხილული იყო სამშვიდობო განათლება, როგორც სასკოლო თემა და მისი მნიშვნელობა, პოზიტიური სასკოლო კულტურა, თემისა და ოჯახის ჩართულობა სასწავლო პროცესში, სამშვიდობო პროგრამის შედგენა სკოლისათვის და ბევრი სხვა საინტერესო თემა. პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დაგეგემეს სამომავლო ღონისძიებები.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.
All for Joomla All for Webmasters