7-11 ივლისს, საწველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის - ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა”- ფარგლებში, წეროვნის მე-3 და არეშფერანის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი ,,სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა”. ტრეინინგზე განხილული იყო სამშვიდობო განათლებასთან დაკავშირებული თემები: ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, პოზიტიური საკლასო კულტურა და მშვიდობის მშენებლობის აქტივობები სკოლაში.
პედაგოგებმა ტრენერებსა და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი საუკეთესო პრაქტიკები და განიხილეს სამშვიდობო კულტურის საკლასო სივცრეში დანერგვის პერსპექტივები.