მცირემასშტაბიანი საგრანტო პროგრამა

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცა არაა შეზღუდული):

  • მშვიდობის, ტოლერნატობისა და მიმღებლობის ხელშეწყობა;
  • ეთნიკურ უმცირესობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ფოკუსირებული ინიციატივები;
  • ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა კოვიდ-19-ის პირობებში;
  • მედია წიგნიერება და ყალბ ინფორმაციასთან (ე.წ. ფეიქ-ნიუსი) ბრძოლა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა;
  • საუკეთესო იდეების გამოვლენა;
  • ტრენინგი საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და საპროექტო განაცხადის მომზადება“; 
  • საპროექტი განაცხადის შევსება;
  • საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება.

საპროექტო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. სულ დაფინანსდება სამი მიკრო პროექტი. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ საპროექტო იდეები (არა უმეტეს 500 სიტყვისა) გამოაგზავნოთ 2021 წლის 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

All for Joomla All for Webmasters