• მთავარი
  • სიახლეები
  • ტრენინგები ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის

ტრენინგები ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის

2020 წლის 12-16 აგვისტოს, პროექტის -,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ (დონორი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - ფარგლებში, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის შერჩეული ლიდერებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: ლიდერობა და ფასილიტაცია; კონფლიქტის ტრანსფორმაცია.


ტრენინგ-კურსები მოიცავდა ინტერაქტიურ სავარჯიშოებს, როლურ და ფსიქოლოგიურ თამაშებს, დისკუსიებს, კონფლიქტის არსის განსაზღვრას, მისი მოგვარების ტრადიციულ და ალტერნატიულ პროცესებს, მედიაციის სტრატეგიებს და ა.შ.
ფონდის მიერ გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემუშავებული ყველა რეკომენდაცია.

               კა45        კა44

                   

 

 

 

             

All for Joomla All for Webmasters