საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” -ფარგლებში, (დონორი: შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER) სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის დახმარებით მაისსა და ივნისში,
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა დაამზადა 1200 ცალი პირბადე, რომლებიც მარნეულსა და მის მიმდებარე სოფლებში (ქეშალო, ალგეთი, ილმაზლო, ამბაროვკა) დაარიგა.
პირბადეების დარიგების დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირს.