გამოხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეს" სურს, გამოეხმაუროს მარნეულსა და ბოლნისში ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რაც მიუღებელია. ფონდი "ლაზარე" პარტნიორ ორგანიზაცია "საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირთან" 10 წელზე მეტია მუშაობს ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენს მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო, შემეცნებით და გაცვლით პროექტში ქართველებთან ერთად ასობით ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ურთიერთობა მუდმივად იყო და არის დაფუძნებული ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე, ეს ახალგაზრდები საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და პატრიოტებია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის განვითარებაში.

ვირუსი არ ყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით.
იმედს ვიტოვებთ, ამ რთულ პერიოდშიც მოვახერხებთ, მათთან და მარნეულისა და ბოლნისის სხვა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პასუხისმგებლობით მივუდგეთ პრობლემას და ურთიერთთანადგომით ვუპასუხოთ დღევანდელ გამოწვევებს.
#არადისკრიმინაციას
#სიყვარულიგადაგვარჩენს

All for Joomla All for Webmasters