სემინარი სტუდენტებისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე", საქართველოს საპატრიარქოს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში- ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“,

რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის მშენებლობას, ახალგაზრდებში ტოლერანტობის და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივების საშუალებით.
16 მაისს, პროექტის ფარგლებში, ქ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: ,, ქართულ-ოსური ურთიერთობები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელსაც უძღვებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი, ლალი დევიძე და ელიკო ბენდელიანი (ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი). შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის როლი კონფლიქტების დარეგულირების და შერიგების პროცესში.

f3

f4

f5

f6

All for Joomla All for Webmasters