შერჩევა საზაფხულო ბანაკების ლიდერის პოზიციაზე

საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ აცხადებს შერჩევას პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ საზაფხულო ბანაკების ლიდერის პოზიციაზე.
პროექტის შინაარსი: ფონდი „ლაზარე“ ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობას ახალგაზრდების ჩართულობის საშუალებით.


მისი ერთ-ერთი კომპონენტია საზაფხულო ბანაკები, რომლის მონაწილეებიც ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოზარდები არიან. ბანაკების მიზანია, მონაწილეებს მისცეს საშუალება გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, მიიღონ ცოდნა და შეიძინონ შესაბამისი უნარები კონფლიქტის მართვასა და ეფექტურ კომუნიკაციაში, გადალახონ სტერეოტიპები.
სამუშაოს აღწერა:
ბანაკში ლიდერების ფუნქციაა პროგრამის მიმდინარეობის, უსაფრთხოების და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და ხელმძღვანელობა, ასევე ბანაკის მონაწილეებისთვის კონფლიქტის ტრასფორმაციაში სესიების ჩატარება.
იმისთვის, რომ წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ ფუნქციას, შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი ორ ეტაპად საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბობოყვათში:
1. ლიდერობა, ფასილიტაცია და ტრეინინგი ტრენერებისთვის ::16-22 ივნისი;
2. კონფლიქტის ტრასფორმაცია: 5-10 ივლისი;
დასრულების შემდეგ კი განაწილდებიან საზაფხულო ბანაკების ნაკადებში (საქართველოში ან სომხეთში). თითოეული ნაკადის ხანგრძლივობაა 10 დღე. ბანაკების ჩატარების პერიოდი - 19 ივლისიდან 15 აგვისტომდე.
შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება და მიეცემათ შესაბამისი ანაზღაურება. მგზავრობისა და კვების ხარჯები დაიფარება ორგანიზაციის მიერ.
ლიდერების მოვალეობები:
• ლიდერთა მოსამზადებელ ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება;
• ბანაკის პროგრამისა და წესების ცოდნა;
• ბანაკის პროგრამის განხორციელება;
• ბანაკის ინვენტარის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
• ბანაკის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმირება ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
• ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
• ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამაში;
პროექტის ლიდერები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ:
• მიიღებენ მონაწილეობას ორ ტრეინინგში;
• იმუშავებენ 10 დღიანი ბანაკში საქართველოში ან სომხეთში;
• ჩაატარებენ კონფლიქტის ტრანფორმაციის ტრენინგებს საჯარო სკოლებში;
• მიიღებენ მონაწილეობას პროექტის სხვა აქტივობებში (შეხვედრებში, დისკუსიებში, ა.შ.);
შერჩევის კრიტერიუმები:
• ასაკი - 22-30 წელი;
• რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
• მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კრეატიულობა;
• კომუნიკაბელურობა.
განაცხადის შემოტანის პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი

All for Joomla All for Webmasters