• მთავარი
  • სიახლეები
  • კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მექანიზმი”

კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მექანიზმი”

2017 წლის 26 დეკემბერს, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს“ ორგანიზებით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" კონფერენცია -„სამშვიდობო განათლება, როგორც კონფლიქტის პრევენციისა და ტრანსფორმაციის ერთ - ერთი მექანიზმი” გაიმართა.

ღონისძიება პროექტის ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შედგა, რომელსაც განათლების სფეროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და რა სიახლეები უნდა დაინერგოს განათლების სფეროში. ასევე, შეხვედრაზე კვლევითი დოკუმენტის ,,რა ვიცით და როგორ ვსწავლობთ კონფლიქტებს“ წარდგინება გაიმართა.

All for Joomla All for Webmasters