ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სემინარი კონფლიქტოლოგიაში

2017 წლის 27 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარეს” პროექტის -,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა სემინარი კონფლიქტოლოგიაში: თუ რა არის კონფლიქტი, კონფლიქტის ტიპები და მისი მოგვარების გზები.

მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ,,მეზობლები", რომლის დასრულების შემდეგ მოწვეული მოდერატორის დახმარებით გაიმართა ფილმის განხილვა და დისკუსია კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე, რომელშიც მოზარდები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბოლოს, მოსწავლეებს მიეცათ დავალება ნახატებში გადმოეცათ თუ რა არის კონფლიქტი- ანუ ,,დახატე მშვიდობა". ნახატების გამოფენა ჯერ სკოლაში, ხოლო შემდეგ ფართო მასშტაბით მოეწყობა.

All for Joomla All for Webmasters