,,ფერმერთა სკოლის“ სტუდენტების სასწავლო ექსკურსია ტიბაანში

2017 წლის 24 ნოემბერს, სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლის“ მეცხოველეს სპეციალობის სტუდენტებმა , პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“ მონახულეს,

რომელშიც გაერთიანებულნი არიან რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები დ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. ,,კავკასიის გენეტიკა” წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს ცხოველთა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.
მომავალი ფერმერები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, სერვისებს, ჯიშთა განახლების და სელექციის აუცილებლობას, ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე ტექნოლოგიებს და მის უპირატესობას, საჭირო დანადგარებს და ხელსაწყოებს; დაათვალიერეს სპეციალური ლაბორატორია და ცხოველთა იზოლირებული სადგომი.

122

123

 

All for Joomla All for Webmasters